ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
ორგანიზაცია Wendy's
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 1 ოქტომბერი 2020
სამუშაო გრაფიკი სრული
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება, პროცედურების, დამხმარე დოკუმენტების მომზადება
  • ზოგადი და სპეციფიკური რისკების შეფასება
  • თანამედროვე პრაქტიკების და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, სიახლეების დანერგვა
  • პერიოდული ინსპექტირება/მონიტორინგი, შეუსაბამობების შემთხვევაში სათანადო რეაგირება
  • ინსპექტირების ჩატარება დადგენილი პერიოდულობით სტანდარტული ჩეკ-ლისტების დახმარებით
  • დასაქმებულთათვის, მაღალი რისკის შემცველ ადგილებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟების შედგენა და სწავლების ჩატარება
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე
  • სამუშაო სივრცესა და ადგილებზე ამკრძალავი, მაფრთხილებელი, სავალდებულო და დამხმარე ნიშნების განსაზღვრა და შესაბამისი ნიშანდება
  • ცეცხლმაქრების ვადების კონტროლი და მათი ყველასთვის ადვილად მისაღწევ ადგილას განთავსების უზრუნველყოფა
  • პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების აღწერა და კონტროლი
  • კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს
  • უბედური შემთხვევის მოკვლევა, აღრიცხვა და ანგარიშგება
  • შესავალი, პირველადი, განმეორებითი და რიგგარეშე ინსტრუქტაჟების ჩატარება
  • საგანგებო კრიზისული გეგმის შემუშავება
მოთხოვნები

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება
  • შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა
  • რისკების შეფასება და დოკუმენტირება
  • დასაქმებულთათვის აუცილებელი სწავლებ(ებ)ის დაგეგმვა და განხორციელება
  • საერთაშორისო ან აკრედიტებული სასწავლო კურსის სერთიფიკატი  
  • MS office პროგრამების კარგად ცოდნა (MS Excel -ის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის ცოდნა